64 x Mediachecker

”პროექტ 64”-ის და ”მედიაჩეკერის” ერთობლივი პოდკასტების სერიები მედიისა და პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებული მსმენელისთვისაა. #1 სეზონში — ”პირველი ნაბიჯები”, ირმა კურტანიძე ესაუბრება მედიის სფეროს პროფესიონალებს, მათი პირველი ნაბიჯების შესახებ: შეცდომებზე, გამოცდილებაზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე. #2 სეზონში — ”მედიასა და პოლიტიკაზე”, გიორგი გიორგაშვილი საუბრობს მათთან, ვინც ახდენს გავლენას მედიასა და პოლიტიკაზე და საბოლოოდ — ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე საარჩევნო ყუთთან. პოდკასტზე მუშაობენ: ავტორი: ირმა კურტანიძე, გიორგი გიორგაშვილი ხმის რეჟისორი: ტატო ჯინჯიხაძე რედაქტორი: გიორგი გოგუა ვიზუალი: იანა ყორბეზაშვილი, გვანცა კვანტალიანი სოციალური მედია: სალომე ძნელაძე

Listen on:

  • Apple Podcasts
  • Podbean App

Episodes

Wednesday Nov 15, 2023

"წონასწორობას სანამ ვინარჩუნებ, ამით, მგონია რომ ხელისუფლებასაც ვუგებ და ოპოზიციასაც", — გვითხრა დიანა ტრაპაიძემ, ტვ პირველის ჟურნალისტმა, დღის ამბების წამყვანმა.
მასთან ვისაუბრეთ პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტების სერიაში "მედიასა და პოლიტიკაზე"

Tuesday Oct 17, 2023

მოკლედ, რაზე ვესაუბრეთ:
ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ წაქეზებულ რიტორიკაზე, რაც მიზნად ისახავს პრესის დისკრედიტებას;
ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე, 2021 წლის 5 ივლისის კონტექსტში;
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლებლობებსა და სისუსტეებზე, და "მოამბის" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე;
მედიის როლზე, 2024 წლის არჩევნების წინ.

Wednesday Sep 27, 2023

მეექვსე ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელიც ახლა "ტვ პირველის" ახალი ამბების განყოფილებას მართავს.რა გვითხრა მელაძემ:
მისმა გუნდა მოიპოვა, მაგრამ არ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც ზოგიერთი ჟურნალისტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) შესაძლო თანამშრომლობაზე მიუთითებდა;
“იმედზე” მუშაობის იმ პერიოდზე, როდესაც არხი, სარედაქციო კურსით მხარს უჭერდა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს, ხელისუფლებაში ყოფნისას...

Tuesday Aug 15, 2023

ვესაუბრებით ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილეს, არხის საკვირაო ტელეჟურნალის — "დროებას" ავტორს, წამყვანსა და ხელმძღვანელს

Tuesday Jul 25, 2023

მოკლედ, რაზე ვისაუბრეთ:
რა იყო "კურიერის" ძირითადი საინფორმაციო პრიორიტეტი, მისი მუშაობისას?
რამდენად იაზრებენ ახალი ამბების ჟურნალისტები, მათი საქმიანობის გავლენას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე?
როგორ აღიქვამდა მოვლენებს "კურიერის" ნიუსრუმში, და როგორ აღიქვამს ახლა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
რა ეთიკური, მორალური და ემოციური დილემა ჩნდება მაშინ, როდესაც ჟურნალისტის საქმიანობა ერთი კონკრეტული პარტიის ხედვებსა და ინტერესს ერგება?

Tuesday Jul 11, 2023

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ვესაუბრებით:
როგორ აღიქვამს პოლიტიკურ პროცესს 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ;
რა საფრთხეს ქმნის საქართველოში მკვეთრად გაზრდილი რუსული პროპაგანდა;
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, რა არის "მთავარი არხის" დიდი მიზანი;
როგორია ტელევიზიის ფინანსური კრიზისიდან დაღწევის გეგმა;
მისი ხედვით, რა ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება საზოგადოების პოლარიზება და რა გავლენა აქვს ამ პროცესზე სამთავრობო, თუ კრიტიკულ მედიას.

Tuesday Jul 04, 2023

ვსაუბრობთ:
მის მიზნებზე მედიასა და პოლიტიკაში;
როგორი იყო "ტაბულას" განვითარების გეგმა დაფუძნებისას, და რა ეტაპზეა გამოცემა დღეს;
რა უნდა იყოს ქართული მედიის როლი, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაზრდილი რუსული პროპაგანდის ფონზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არჩევნების წინ.

Tuesday Jun 20, 2023

პოდკასტის პირველ ეპიზოდში ვესაუბრებით მერაბ მეტრეველს, "პალიტრანიუსის" პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანს.
რას ნიშნავს ნეიტრალური და ობიექტური ჟურნალისტიკა;
რა გავლენას ახდენს პროცესებზე პროპაგანდა, და საპირისპიროდ — კარგი მედია.
რა ხდება "პალიტრანიუსში" მთავრობის ბოლოდროინდელი შემტევი კამპანიის შემდეგ, და ხომ არ იქონია ამ პროცესმა გავლენა  არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე.

Friday Jun 17, 2022

ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, პროფესორი და ევრონიუსის ევროპული საბჭოს წევრი მარინა ვაშაყმაძე. მას მედიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 12 წლის განმავლობაში “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 
მარინა გვიყვება მედიაში თავისი პირველი ნაბიჯების, გამოცდილებისა და პროფესიული გაკვეთილების შესახებ. საუბრობს სტუდენტებზე, ევროპულ, ჟურნალისტურ ღირებულებებსა და რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. 

Friday May 20, 2022

ამ ეპიზოდის სტუმარია POLITICO Europe-ის შტატგარეშე კორესპონდენტი დათო ფარულავა. ის გამოცემისთვის ვიდეო რეპორტაჟებსა და ილუსტრაციებზე მუშაობს. ამავე დროს დათო შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტია. 
ეპიზოდი ჩაწერილია მაშინ, როდესაც დათო POLITICO Europe-ში ჯერ კიდევ სტაჟიორი იყო.

Copyright Project 64 - 2022 All rights reserved.

Podcast Powered By Podbean

Version: 20240320